ბორჯომის მერია ხუთ ახალ ავტობუსს ყიდულობს

820

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 1 157 000 ლარს გამოყოფს.ხუთი ახალი ავტობუსიდან ოთხი ბორჯომს მოემსახურება, ხოლო ერთი მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ დიდ სოფელს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„ძველი ავტობუსები იმდენად დიდი ხარჯია ჩვენთვის, საწვავის მოხმარებით თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ სად გაჩერდება კაცმა არ იცის. ამიტომ ახლებს ვყიდულობთ“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

ავტობუსბის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 27 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო.