დუშეთის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოს მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილზე შეაფასა. მან კონტრაქტორ კომპანიას ობიექტზე მუშახელის დაამატება მოსთხოვა, რადგან თვლის, რომ მშენებლობის ტემპები არ არის დაკმაყოფილებელი.
სამინისტროს ცნობით, დუშეთის ცენტრალურ პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის აპრილში დაიწყო და დადგენილ გრაფიკში ვერ ჩაეტია. ახალი გეგმის მიხედვით, პროექტი სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოს 2 446 532 ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
პროექტით გათვალისწინებულია: შადრევნის, სანიაღვრეების და კანალიზაციის მოწყობა. ასევე, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარა სკვერების, პარკის განათების, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. სამუშაოები ითვალისწინებს პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარემოპირკეთებას.