ბორჯომის სახანძრო სამსახურს ორ მანქანას გადასცემენ

1095

იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურისავის, ორ ახალ სახანძრო მანქანას შეიძენენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პროექტის ინიციატორი “მერსი ქორფსის” ბორჯომის წარმომადგენლობაა. მათ იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც.

“მერსი ქორფსის” წარმომადგენელების განმარტებით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის, სახანძრო–სამაშველო და სატყეო სამსახურების, ასევე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა.

“ახალი ტექნიკა ჩაანაცვლებს მოძველებულ მანქანებს და მათი საშუალებით დროული რეაგირების მოხდენა იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.