ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო

680

ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის 8 კილომეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო. სამუშაოები GWP-მ შეასრულა.

GWP-ის ცნობით, ამ პროექტში 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ქსელის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ივერთუბანში ახალი აბონენტები დაერთონ ქსელზე. კომპანია აცხადებს, რომ პარალელურად 30-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება.