ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობაზე ტენდერი ჩაიშალა

663

წინა სტატია

ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ტენდერი, რომლის ღირებულებაც 14.5 მილიონი ლარი იყო, 23 მარტს გამოცხადდა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა: შპს „ჯავა“, რომელსაც შეთავაზებაში 25 მილიონ 846 478 ლარი ჰქონდა, შპს „ბლექ სი გრუპი“ – 18 მილიონ 281 405 ლარიანი შეთავაზებით და „ბილდ ინდუსტრი“ – 12 მილიონ 147 949 ლარის შეთავაზებით.

სამივე კომპანიამ დისკვაფიკაცია მიიღო. ტენდერი მუნიციპალური ფონდის მიერ იყო გამოცხადებული.

3-სართულიანი პარკინგის პროექტირება/მშენებლობისთვის 365 დღეა გათვალისწინებული.