გორში გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, იმ მოვაჭრეებს ააღებინეს გასაყიდი საქონელი, რომლებიც თვითნებურად მაინც აგრძელებდნენ ვაჭრობას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები სიტყვიერად გააფრთხილეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სავაჭროდ სხვა ადგილი არ აქვთ.
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, გორში საკრებულოს მიერ განსაზღვრული ადგილების გარდა, გარევაჭრობა ყველგან აკრძალულია. კობა კლიმიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციის თანამშრომლებს ევალებათ.
შეგახსენებთ, რომ მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს
გორის მერია გარემოვაჭრებს ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.
გორში გარევაჭრობა მხოლოდ 13 ადგილზეა ნებადართული.