გლდანის რაიონში სპორტული მოედანი შვიდ მისამართზე ეწყობა

687

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუხიანის მე-3 მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა.

ასევე, ორ მისამართზე – I მ/რ-ის N20 ა კორპუსთან და მუხიანში მე-4 ა მ/რ-ის N17 კორპუსთან კალათბურთის მოედანი უკვე მოეწყო.

“სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს”,- აცხადებენ გამგეობაში.