სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, კუპრაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზა და N18 კორპუსის მიმდებარედ ბორდიური. ტროტუარი და შიდა ეზო მოწესრიგდა.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, 3 300 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება.
“სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერია-ჯ“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 150 000 ლარია”,- აცხადებენ გამგეობაში.