ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში 130 კვ.მ. ფართი თვეში 195 ლარად გააქირავა

867

ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში ბავშვთა გასართობი მოწყობილობებისთვისა და უალკოჰოლო სასმელების გასაყიდად იჯარით 130 კვ.მ. ფართი 195 ლარად გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ცენტრალურ პარკში, ფართის იჯარით გაცემის საკითხს კენჭი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 ივნისს უყარა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა გასართობი მოწყობილობების განთავსების მიზნით ნებართვა გაიცა ორ ინდივიდუალურ მეწარმეზე. თითო 50 კვ.მ. ფართს დაიკავებს და ადგილობრივ ბიუჯეტში თვეში 75 ლარს შეიტანს. 1კვ.მ მიწის ფასი თვეში 1.50 ლარია.

30 კვ.მ. ფართი მიაქირავეს კომპანია “A&E PLUშ”, რომელიც ცენტრალურ პარკში ნაყინსა და უალკოჰოლო სასმელებს გაყიდის. აქედან თვითმმართველობა ყოველთვიურად 45 ლარს მიიღებს.

ორი წლის განმავლობაში ორი ინიდივიდუალური მეწრმისგან და “A&E PLUშ”–გან ადგილობრივ ბიუჯეტში 4 680 ლარი შევა.

ასევე, სხდომაზე გადაწყდა, რომ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულება გაგრძელდება შპს „თიბისი ფეისთან“, რომელსაც ახალციხეში 10 სწრაფი გადახდის აპარატი უდგას. ყოველთვიურად ორგანიაზია ბიუჯეტში 1კვ.მ. ფართის ქირაობისთვის 15 ლარს იხდის.

საკრებულომ განიხილა შპს „ლომსიას“ განცხადებაც, რომლის მიხედვითაც იგიქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს წინ, თამარ მეფისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მდებარე სკვერის დაქირავებას ითხოვს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, 200 კვ.მ ფართობი შპს „ლომსიას“ ორი წლით გადაეცა. კვადრატული მეტრის საფასური 1.50 ლარია.