ახალციხეში შალვა ახალციხელის ქუჩაზე, სამი დღის წინ გადაბელილი ხეების ტოტებისგან ქუჩა პასუხისმგებელ კომპანიას, შპს „კავკასს“ ამ დრომდე არ გაუწმენდია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კომპანია შპს „კავკასის“ დირექტორმა “სამხრეთის კარიბჭეს” ზარებს არ უპასუხა. ახალციხის მერიაში კი განაცხადეს, რომ “ამ კომპანიას ზედამხედველობის სამსახური დაუკავშირდება და ქუჩას ტოტებისგან დორულად გაწმენდენ”.