ქობულეთის სოფელ ბობოყვათში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ცენტრალური და შიდა ქსელების მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს.
“ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შედეგად 1 000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებისთვის 972 885 ლარია გამოყოფილი.