ბორჯომში დამწვარ ბაზარში ზარალს მერიის აუდიტის სამსახური სწავლობს

688

ბორჯომის მერია დამწვარ ბაზარში ზარალის შესწავლის შემდეგ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება, ასევე, შესაძლოა, თვითმმართველობამ დაზიანებული შენობის შესაკეთებლადაც გაიღოს ხარჯი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ბორჯომის მერიის უადიტის სამსახური როგორც მოვაჭრეებისთვის მიყენებულ ზარალს, ასევე, იმ ხარჯებსაც შეისწავლის, რაც დაზიანებული შენობის შესაკეთებლადაა საჭირო. მერიაში ამბობენ, რომ იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ, დასკვნის დაწერის შემდეგ განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის „აგრარული ბაზარი“ ექვს ივნისს გამთენიისას დაიწვა.