კასპში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, წყალმომარაგების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება

638

კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, სასმელი წყლის სათავისა და ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი არსებული ქსელის გამოცვლას, სათვალთვალო ჭების, სანტექნიკის ნაწილის, გარეგანათების, სათავე ნაგებობისა და ლითონკონსტრუქციების ზეთოვანი საღებავით შეღებვა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“დასახლებას სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 200 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება”,- აღნიშნა მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „ფუძე“ ახორციელებს და მისი ღირებულება 205 198 ლარს შეადგენს.