ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

727

ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შეკდეთდება ფეხბურთისა და კალათბურთის კარები, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა.

„ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. წლის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“, – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.

სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 114 500 ლარი დაიხარჯება.