ვაკის რაიონში წყალარინების ქსელისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

656

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის პროექტი მიმდინარეობს.

ბერძენიშვილის N4-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ნუცუბიძის IV მ/რ-ის N30 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბის განახლება მიმდინარეობს.

ასევე, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-2 კორპუსსა და ნუცუბიძის N215-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები ხორციელდება.

გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ამხანაგობის მიერ გამგეობაში შეტანილი განაცხადისა და სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, წყალარინების ქსელისა და საერთო სარგებლობის კიბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ოკრიბა“ ასრულებს, ხოლო სადარბაზოს რემონტს, ასევე, ტენდერის საშუალებით გამოვლენილი ინდმეწარმე ირაკლი შეყილაძე ახორციელებს.