ახალციხეში, მარდის დასახლებაში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე, სანიაღვრე არხზე მეტი ცარიელი ადგილები გაჩნდა. აქ ცხაურების ნაწილი აღარ არის და რაც შემორჩა დაზიანებულია. ახალციხის მერიაში ერთი თვის წინ განაცხადეს, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეკეთებას, გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიას დაავალებდნენ, თუმცა, დასახლებაში ცხაურები ამ დრომდე დაზიანებულია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.





































