სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ქიზიყის ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ქანობიანი სახურავის შეკეთება უკვე დასრულდა. ხოლო, ქებურიას ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მუხაძის ქუჩაზე N6/3-ში კორპუსის ბრტყელი სახურავი წესრიგდება, მესამე მასივში, ზემო პლატოზე , N5 კორპუსის ბრტყელ სახურავს კი რეაბილიტაცია უტარდება.