მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

804

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტება მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში: სოფელ ლეჟბადინში – 2 446, სოფელ მუღანლოში – 1 318, სოფელ ბაიდარში – 1 404, ხოლო, სოფელ ქუთლიარში 1 308 გრძ/ მეტრი გზა იგება.

აღნიშნული პროექტები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, სახელშეკრულებო თანხა 848 912 ლარს შეადგენს, საიდანაც 45% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 55 % რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

“ოთხივე სოფელში გზის რეაბილიტაციის პროექტი ივლისის თვის ბოლოს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.