ქუთაისში, გელათის ქუჩის მე-4 შესახვევში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

694

ქუთაისში, გელათის ქუჩის მე-4 შესახვევში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორ მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ გელათის ქუჩის მე-4 შესახვევი რთული რელიეფისაა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა. ამჯერად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული შესახვევი 2 კვირაში სრულ ექსპლუატაციაში შევა.

,,აღნიშნული შესახვევი რთული რელიეფიდან გამომდინარე წლების განმავლობაში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გელათის ქუჩის მე-4 შესახვევის რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაგვეჭრა ქალაქში. რაც შეეხება სხვა ქუჩებს ეტაპობრივად მოხდება მათი რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავიწყოთ თბილისის ქუჩის სრული მოწესრიგება, სანიაღვრე ქსელით ჯებირებით და სრული ინფრასტრუქტურით რაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი პროექტია ქალაქში და ამ ქუჩის მოსახლეობის პრობლემაც წლების შემდეგ პირველად მოგვარდება,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.