საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, სოფლის მოედნის განახლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ კართუბნის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ლაგოდეხის მერიის ცნობით, მოედანი შემოიღობა, დამონტაჟდა ახალი კარი, ბადეები და ბანერი, მოეწყო სკამები.
მოედნის გახსნის დღესვე კართუბნის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულები წარსდგნენ.