ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სამი სკვერის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 123 163 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სოფელ ზანავში სკვერის მოწყობისთვის 19 800 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით ქვაფენილი, ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე, სკამები და სანაგვე ურნები მოეწყობა. სკვერი ბორჯომში, ხანძთელის ქ. N30–ის მიმდებარედ კეთდება, სავარაუდო ღირებულება 38 949 ლარია.
რაც შეეხება ბაკურიანს, აქ რეაბილიტაცია არსებულ სკვერს ჩაუტარდება. აღმაშენებლის N1–ში მდებარე სკვერში დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა ბეტონის ბორდიურები, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები. ასევე გათვალიწინებულია 120 ბუჩქის და 60 ცალი ხის ნერგის დარგვა.
გარდა სკვერებისა, იგეგმება ბორჯომის შემოსასვლელში არსებულის „სტელის“ რეაბილიტაცია და გურამიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა. რისთვისაც 40 063 ლარია განსაზღვრული.
ჯამში ამ ყველაფრისთვის 123 163 ლარია გათვალისწინებული.
არნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ტენდერში მონაწილეების მსურველთათვის წინადადებების მიღება 28 ივნისიდან დაიწყება და სამ ივლისს დასრულდება.