კობახიძე: მედიაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აზერ სულეიმანოვს მანდატი შეუჩერდა

913

„პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია“, – ამის შესახახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, თითქოს, პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული, როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო – პარლამენტისა წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. ამის თაობაზე ზოგადად გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ასეთი რამ არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი პროკურატურამ დღეს დააკავა. მის მიმართ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აბაზოვს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ აიძულებენ მოქალაქეს, მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.

ამასთან, დღეს საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდართან დაკავშირებით ბრალი დეპუტატ აზერ სულეიმანოვსაც წარუდგინა.  ასევე, ბრალი წაუყენეს  მარნეულის საკრებულოს წევრს ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევს და აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს. მათ გამოძიება ძალადობას ედავება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ აზერ სულემიანოვის მანდატის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების არაზუსტმა ინტერპრეაციამ გამოიწვია.