მუნიციპალიტეტებში, შესაძლოა, ელექტროენერგიის დამზოგველი განათებები დამონტაჟდება

555

ელექტროენერგიის დამზოგველი LED სანათების მწარმოებელი კომპანია MLED მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს და იმპორტირებული გარეგანათების ნაცვლად საქართველოში დამზადებულ ენერგოეფექტურ პროდუქტს სთავაზობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კომპანიის დირექტორის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ქართული LED სანათები მუნიციპალიტეტებს განათებისთვის გამოყოფილ ხარჯებს გაუნახევრებს.

„ხარჯეფექტურობა დადასტურებული გვაქვს. ყველა მუნიციპალიტეტის მიმართულებით მონაცემები აღებული გვაქვს და რამდენ თვეში ამოიღებს მუნიციპალიტეტი ამ დანახარჯს, ესეც დაანგარიშებული გვაქვს. აქტიურობს კერძო სექტორიც. წლის ბოლომდე „ვისოლის“ ყველა სადგური ჩვენი სანათებით აღიჭურვება, მოლაპარაკება გვაქვს კიდევ ორ კომპანიასთან. ჩვენი ჯიბიდან მუნიციპალიტეტები, წელიწადში, დაახლოებით, 40 მილიონ ლარს ხარჯავენ გარეგანათებისათვის. 10 წლისთვის ეს იქნება 400 მილიონი ლარი, რომელიც უბრალოდ დაიხარჯება. თუ ამ ტექნოლოგიაზე გადავალთ, მინიმუმ 260 მილიონი ლარის ეკონომიას მივცემთ მუნიციპალიტეტებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.