გორში პაპიტაშვილის ქუჩაზე გარეგანათების ქსელი მოეწყო

324

გორში, პაპიტაშვილის ქუჩაზე გარეგანათების ქსელი მოეწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 480 მეტრიან მონაკვეთზე ელექტრობოძები და ლედ სანათები დამონტაჟდა.

“გზის 480 მეტრიან მონაკვეთზე 15 ერთეული ელექტრობოძი და ლედ სანათები დამონტაჟდა. აღნიშნული ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე, არსებული ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა”, – წერს სააგენტო.