კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე ღამის განათებებს დაამონტაჟებენ

363

კარალეთიდან ერთგნეთის საგუშაგობე ღამის განათებებს დააყენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

სანათების მონტაჟი ჯამში 1,5 მლნ ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანია 3 დღეში გამოვლინდება.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.

ტყვიავის, ქიწნისის, ასევე ძევერის მოსახლეობა წლებია ითხოვს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა საკმაოდ სახიფათოა. გახშირებულია ავარიები, რაც მსხვერპლს იწვევს.

ერთ-ერთი ვერსიით, როგორც გორის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განიხილავდნენ, ავარიებს გაუნათებელი გზები იწვევს. მოსახლეობა კი პატრულირების გაძლიერებას ითხოვს.

რაც შეეხება გარეგანათების მოწყობას, ჯამში ღამით 20 კმ-იანი გზა განათდება. სანათებს შორის მანძილი იქნება 35 მ.