ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ამის გამო მათ აქცია გამართეს. აქციაზე 100-ზე მეტი ოჯახი შეიკრიბა და გზის დაგება მოითხოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო 30 წელია სოფელის გზა არ შეკეთებულა და გადაადგილება ჭირს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს, ამ უბანში 70 კუბამეტრი ბეტონის დასხმა იგეგმება. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს რაოდენობა არაა საკმარისი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესა და ქობულეთის გამგებელს მირიან ქათამაძეს დამატებითი თანხების მოძიებას სთხოვენ.