ბათუმის ავტოპარკი სრულად განახლდება და ქალაქს დამატებით 65 ახალი ავტობუსი შეემატება – შეემატება ავტობუსები ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც

676

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბათუმის განახლებულ ავტოპარკთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის ავტოპარკი სრულიად განახლდება, კერძოდ, ახალი ავტობუსები შეემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც.

„დასრულდა ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცედურები და ბათუმში სრულად განახლდება ავტობუსების პარკი. 65 ახალი ავტობუსი დაემატება რეგიონს. ძირითადი ნაწილი მოემსახურება ბათუმს, შეემატება ავტობუსები ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.