გამგეობის ცნობით, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, მამასახლისოვის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3500 მ2 ფართობზე დაიგება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ნუცუბიძის III მ/რ-ში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო, რაზეც 110 000 ლარი დაიხარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში კი, ნუცუბიძის III მ/რ-ის მე-16 კორპუსში ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.