თბილისში შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1031

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მ/რ-ში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სკვერი კი, გამწვანდება და განათდება.

გამგეობის ცნობით,  სკვერში უკვე მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.