წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

1042

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია (წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე) ზაფხულში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 905 319,12 ლარს შეადგენს და მისი დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია. ადგილზე 40 ადამიანია დასაქმებული. კონტრაქტორი კომპანიები კი შპს “ჯიარჯი” და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ არიან.

„წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე მოხდება გზის რეაბილიტაცია. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას“, – განმარტავენ ფონდში.

ამასთან, ზაფხულში უნდა დასრულდეს წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირება და რეაბილიტაცია. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია და მისი კონტრაქტორი კომპანია შპს „კავკასუს როუდ პროჯექტია“. ადგილზე 80 ადამიანია დასაქმებული, პროექტის ღირებულება კი 25 699 352,97 ლარია.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 2015 წლის 13 ივნისის შედეგად, დაზიანებული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას. განსახორციელებელი სამუშაოები მოიცავს: საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს წყნეთი-სამადლოს (სიგრძით 750 მეტრი) გზის და მისი მიმდებარე ტერიტორიის 125 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას. ასევე, წყნეთი-ახალდაბის გზის (სიგრძით 400 მეტრი) სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიმდებარე მეწყერსაშიშ ზონებში დამატებით გათვალისწინებულია ადრეული შეტყობინების სისტემის მოწყობა.