თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ექვსმილიონიან პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც 279 ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება.
მეორე ეტაპი უახლოეს ხანში დაიწყება და დეკემბრამდე კიდევ 474 ოჯახი გამრიცხველიანდება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფიო ბუსკივაძემ და მერის წარმომადგენელმა მოსახლეობას მიაწოდეს.