ბათუმში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

708

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

აღნიშნულ ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე მილები და ბორდიურები, გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს ორშრიანი დეკორატიული ფილების დაგება.

,,სოხუმის ქუჩას ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა და უკვე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით 20 ქუჩაზე მიმდინარეობს და დამატებით ახალ ქუჩებზეც იგეგმება ინფრასტრუქტული პროექტების დაწყებაც“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამუშაოებს კომპანია ,,გზები“ აწარმოებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილონ 619 ათას 993 ლარი დაიხარჯება.

“ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.