ზესტაფონში ტროტუარებს ხელახლა აკეთებენ

853

ზესტაფონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ–ერთი შემოსასვლელში მდებარეობს, მერია ტროტუარს რეაბილიტაციას უტარებს. პროექტი 2017 წელს დაიწყო და სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო შეჩერდა.

ზესტაფონის მერიის ცნობით, მაშინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „აკაია“ ასრულებდა.

შესაბამისი სამსახურების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაგებული ფილების სისქე არ შეესაბამებოდა პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტს, რის გამოც ისინი აიღეს და კომპანიას ტროტუარის განახლება მოსთხოვეს.

„ჩვენი სამსახურები მუდმივად აწარმოებენ მონიტორინგს და არ დავუშვებთ, რომ შესრულებული სამუშაოები სტანდარტს არ აკმაყოფილებდეს. სამომავლოდ გავითვალისწინებთ და ვითანამშრომლებთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას“ ,– თქვა ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ.