ბორჯომის ცენტრალურ პარკში ქართული ანბანი განთავსდა

1632

ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, მცირე ბანერებზე დატანილი ქართული ანბანის ასოები განათავსეს. ქართული ანბანის ნუსხურ და მხედრულ ასოებთან ერთად, მცირე ბანერებზე მათი რუსული და ინგლისური შესატყვისებიც დატანილია. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ბორჯომის ცენტრალური პარკის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ გზით, ქართული დამწერლობა უფრო მეტად ადვილი და საინტერესოდ აღსაქმელი იქნება პარკის ვიზიტორებისა და სტუმრებისათვის.