ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის II ჩიხში, ამორტიზებულ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

1061

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის II ჩიხში, ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია გრუნტის ამოღებისა და ხიდის ერთი კედლის ჩამოსხმის სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მეორე კედლის ჩამოსასხმელად, რის შემდეგაც დაიგება ფილა და ხიდის ირგვლივ მოეწყობა 18 გრძივი მეტრი დამცავი კედელი.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 90 627 ლარს შეადგენს.