ხმალაძე: წელს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საშუალება არ გვაქვს

747

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება არ გააჩნია. რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს რისი საშუალება იქნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო”, – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.