მეტროს გაფიცული თანამშრომლის მიმართვა მერიას და საზოგადოებას

738

მეტროპოლიტენში დასაქმებული საამქროს ოსტატის, რობერტ მარგიშვილი საზოგადოებასა და ხელმძღვანელობას მიმართავს.

დღეს, 4 ივნისს, თბილისის მეტროპოლიტენი პარალიზებულია. მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ დამოუკიდებელი პროფკავშირი “ერთობა 2013” გაიფიცა.

“ერთობა 2013” აცხადებს, რომ ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას.

მემანქანეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ არავინ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.