EMC: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსმა 40 დღეში 13 ათასი ლარი აიღო

1000

წინა სტატია

EMC -ის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, 40 დღის განმავლობაში, 13 ათასი ლარი აიღო. მან თბილისის მერი ტყუილის თქმაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კალაძე მეტროს მემანქანეებისა და ჩინოსნების ხელფასებს შორის არასწორ შედარებებს აკეთებს. ამის შესახებ მან გადაცემა “ეკონომიქსი” ისაუბრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

„ის სრული კოლაფსი რაც დღეს ხდება ქალაქშია მაზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება“-აღნიშნა ღვინიანიძემ. მისი თქმით, გაფიცულები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ  და სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან სანამ მათი მოთხოვნები ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

ამასთან, მემანქანის მაქსიმალური ხელფასი, რომელსაც ხელზე იღებენ 1150 ლარია და არა 1400-დან 1800 ლარამდე, როგორც ეს თბილისის მერმა თქვა. მემანქანეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ არავინ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.