საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლება და კერძო კომპანია წყლის პრობლემას ერთობლივად აგვარებენ

1234

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მოსახლეობამ, რომელსაც წლებია, წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პრობლემა მოაგვარა.

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა 16 ოჯახმა სასმელი წყლის მილი საკუთარი თანხებით შეიძინა, თუმცა, პრობლემა იყო ამ მილის ცენტრალურ სისტემასთან დაერთება.

წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის, შპს „საგარეჯომ”, საკუთარ ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით,  ტერიტორიაზე 250 სიგრძის ტრანშეა გათხარა. ახლა უკვე მილს ტრანშეაში განათავსებენ, მიწით დაფარავენ და წყლის გამანაწილებელს დაამონტაჟებენ.

სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაერთნენ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს უკვე უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ.