მარნეულის სოფლებში, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობის დრო გაიზარდოს

695

მარნეულის სოფლებში, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობის დრო გაიზარდოს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა გენდერული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ქვემო-ქართლის კოორდინატორმა, სამირა ბაირამოვამ სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა. ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ ნელ-ნელა გავიდეთ სოფლებშიც და სამგზრავრო დრო იქაც დავამატოთ“ – განაცხადა აბაზოვმა.

მერმა, ასევე, თქვა, რომ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი 20:00 საათამდე არა მატო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში იმოძრავებს. მისივე ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობის დროის გაზრდა სხვა სოფლებშიც იგეგმება.