ქალაქ დუშეთში, ზანდუკელის ქუჩის მონაკვეთზე, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს 80 მეტრი სიგრძის მილის პოლიეთილენის მილით ჩანაცვლება.
ასევე, მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტირდება ასფალტის საფარიც.
“პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგების ხარისხს და უზრუნველჰყოფს ავარიული შეფერხებების პრევენციას”,-აცხადებენ მერიაში.