ქობულეთის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს

672

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სამებას წყალსადენ სისტემაზე ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად სამებაში, გვარაში, ხუცუბნსა და სკურას წყალმომარაგება გაუმჯობესდება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 795 600 ლარი დაიხარჯება.

“აღნიშნულ სოფლებში წლებია ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, რაც დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი ხდება.

წყლის სისტემების სათავე ნაგებობებზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს წყლის დებეტის გაზრდას, რომლის შემდეგად შესაძლებელი იქნება მოსახლეობის შეუზღუდავი სასმელ-სამეურნო წყლით მომარაგება.

ჭაბურღილების მონტაჟის შედეგად მოხდება არსებული რეზერვუარების მაქსიმალური ათვისება და წყალსაქაჩის წარმადობის გაზრდა, რაც სავსებით საკმარისი იქნება წყლის პრობლემის მოსაგვარებლად”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანისნავია, რომ მიმდინარე წელს ქობულეთის მერია წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 5 მილიონამდე ლარს დაიხარჯავს.