თეთრიწყაროს სოფელ კოდაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს

827

კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს: ახალი ქსელის მოწყობას; 7 ჭაბურღილისა და 900მ³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას; სატუმბი სადგურისა და 500მ სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლის რეზერვუარში გადაცემა და საქლორატოროს მშენებლობას, სადაც სასმელ წყალს დეზინფექცია ჩაუტადება”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.