ბატონის ციხის ტაძრებისა და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება

798

თელავში ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის თქმით, მესამე ეტაპზე ბატონის სასახლის მიმდებარე ორი ეკლესიის, აბანოს და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ამასთან, გურამ ურჩუხიშვილი ვერ აკონკრეტებს, როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„როდესაც სრულდებოდა ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ისტორიული გალავნის შიგნით არსებული ორი ტაძრის, მეფის აბანოს და არჩილი კოშკის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ციხე-გალავნის ორი კარიბჭის აღდგენა და გადასახედის რეკონსტრუქცია“, –ამბობს გურამ ურჩუხიშვილმა.

ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ორ ეტაპად განახორციელა. ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ლარია.