კრწანისის რაიონში, ვირსალაძის ქუჩაზე, გზას აგებენ

784

როგორც კრწანისის გამგეობაში აცხადებენ, ზემო ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი ახალი გზით ისარგებლებს.

კრწანისის რაიონში, ვირსალაძის ქუჩაზე 2 100 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიან საფარს აგებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება, შპს „მაგისტრალი“ ასრულებს.