ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის სახლ-მუზეუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგულობრივი ხელისუფლების ცნობით, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს, ახალი იმერული სტილის წნული ღობე გაუკეთდება, ასევე, განახლდება სახლის კიბე და კარიბჭე, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კი კეთილმოწყობა.
სამუშაოებს ა(ა)იპ კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება ასრულებს.