სიღნაღის მერიის ინფორმაციით, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის შიდა სახელმწიფოებრივი 24 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აფინანსებს.
გზის წნორი-ტიბაანის მონაკვეთი დასრულებულია, ტიბაანი-დედოფლისწყაროს დასრულება კი, წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აღნიშნულ გზაზე ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო, შეიცვალა ნიაღვრის მიმღები მილები, უსაფრთხოების მიზნით, დაყენდა ახალი საგზაო ზღუდეები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,სერპანტინი“ აწარმოებს.