წყნეთში, არსენას ქუჩის VI ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

675

გამგეობის ინფორმაციით, ვაკის რაიონის სხვადასხვა უბნებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჯერად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთში, არსენას VI ჩიხში მიმდინარეობს. 

“ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ბორდიური ეწყობა, რის შემდეგაც, გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, დაახლოებით, 2000 მ2 -მდე გზა განახლდება”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ აწარმოებს.