წყნეთში, კოსტავას ქუჩაზე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდება

938

ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთი მისამართი – წყნეთში, კოსტავას ქუჩის N48 დაემატა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მეტრის სიგრძისა და ოთხ მეტრამდე სიმაღლის დამცავი კედელი აშენდება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამი დამცავი კედელი უკვე მოეწყო, სამ მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.