ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას სახელდების კომისიამ მხარი დაუჭირა

599

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა და რეკომენდაცია გასცა. საკრებულო სახელწოდების შეცვლაზე უახლოს პერიოდში იმსჯელებს.

სხდომას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა.

ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობას კომისიის გუშინდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. უმრავლესობას სურს, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს ისევ რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს, რასაც უმცირესობა არ ეთანხმება და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ინიციატივას თბილისის მერი მიესალმება.